მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა
დღეს, 28 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; მაია მიქავა ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე, გონერი კვარაცხელია-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ფრაქცია” წალენჯიხა საქართველოსთვის” თავმჯდომარე და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიამ განიხილა სტიქიის შედეგად(ხანძარი) დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის საკითხები და მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.