სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ვლადიმერ შანავა1

ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გაგიდა

დღეს, 13 მაისს ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, წალენჯიხელი ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გაგიდა.
სამხედრო კაპრალის ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთ,სპორტისა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა,ახლობლებმა.
ვლადიმერ შანავა ავღანეთში ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად-სერჟანტ ზვიად დავითაძე და კაპრალ ალექსანდრე კვინიკაძესთან ერთად ,მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წლის 13 მაისს დაიღუპა.

ვრცლად
შინევროპაში1

შინ ევროპაში

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, დღეს, 9 მაისს ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში არასამთავრობო ორგანიზაცია NEOGENI-ს ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით,ევროპის დღეების ფარგლებში,
“შინ ევროპისკენ”-საქველმოქმედო აქცია და ლექცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წიგნების, ნახატების,ხელთნაკეთი სამკაულების გამოფენა-გაყიდვა.

დამსწრე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ნეოგენის აღმასრულებელმა დირექტორმა ცირა კაკუბავამ.პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია გააცნო დამსწრეთ პროექტის კოორდინატორმა ნინი კემულარიამ.

საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მინი-ლექცია ჩაატარა ISFED-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა დავით ლოგუამ.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა წარადგინეს ესსეები-“რა არის ჩემთვის ევროპა”.

ასევე გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის? თემა: საქართველოს ევროინტეგრაცია.

ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ფაშიზმზე გამარჯვების დრო დაღუპულ გმირებს წალენჯიხაში პატივი მიაგეს

მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს, 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.სწორედ ამის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმაც ხაზი გაუსვა სწორედ ამ თარიღს და ფაშიზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავი და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

“გამარჯვების დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ევროპა 8 მაისს აღნიშნავს. ეს არის ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის დღე და ამ დღეს შეწყდა საომარი მოქმედებები მთელ ფრონტზე. კრემლი როგორც ყოველთვის მანიპულირებს ისტორიით. ეს გამარჯვება ეკუთვნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვადასხვა ხალხებს,ერებს, საერთო მონაპოვარია და 9-ში ამ დღეს აღნიშნავენ მხოლოდ რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

რომელ დღეს აირჩევს ადგილობრივი ხელისუფლება ეს არის იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს უნდა მას ყოფნა.
ჩვენ ხაზი გავუსვით დღეს სწორედ იმას, რომ 8 მაისსხდება გამარჯვების აღნიშვნა მთელს ცივილიზებულ სამყაროში”-აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ.
“ძალიან მნიშვნელოვანია ფაშიზმზე გამარჯვების დღე დღეს აღიშნოს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებმაც იბრძოლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად და მოიტანეს თავისუფლება.
ახლა ჩვენ ვართ ხოკოში,სადაც მემორიალურ დაფაზე წერია, რომ დიდ სამამულო ომში 114 ხუდონელი ვაჟკაცი იბრძოდა და აქედან 67 ვერ დაბრუნდა.
დიდება გმირებს, დიდება ამ ადამიანებს იმისთვის,რომ მსოფლიო გაათავისუფლეს ფაშიზმისაგან და დღეს, 8 მაისს ჩვენ მთელს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ფაშიზმისგან მსოფლიოს განთავისუფლებას”-აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გერმანელი გენერალი ალფრედ იოლდი ( გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური )გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე-ომი დამთავრდა.
გვირგვინით შეიმკო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მემორიალური სივრცე რომელიც ფაშიზმზე გამარჯვებას ასახავს.

ვრცლად
კომისია1

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; გონერი კვარაცხელია-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ფრაქცია” წალენჯიხა საქართველოსთვის” თავმჯდომარე და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიამ განიხილა -უსინათლო,პირველი ჯგუფის მქონე, დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული და 100 წელს გააცილებულ ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერის საკითხები და მიიღო გადაწყვეტილება,რომ სააღდგომო საჩუქრად მათ დაერიცხოთ თანხა 200-200 ლარის ოდენობით.

ვრცლად
sxdoma1

სამუშაო შეხვედრა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ -ს ხელმძვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა,აღნიშნულ შეხვეხრას მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული ესწრებოდა.

შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, განიხილეს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები.
ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე,რომლებიც დროულად საჭიროებს რეაგირებას და მოგვარებას.

გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებს და ა(ა)იპ -ს ხელმძღვანელებს დაავალა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებზე. ამასთან,კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან ,გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული , რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, ასევე მათი გადაწყვეტისა და განხილვის პროცესის სრულყოფას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ასევე ისაუბრა მიმდინარე და შესასრულებელი პროექტების დროულ და ხარისხიანად შესრულების მონიტორინგზე, სოციალურ საკითხებზე. მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციაზე. მოსახლეობის ინფორმირებაზე იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ,რასაც მუნიციპალიტეტი ასრულებს.

ვრცლად
წიგნის დღე1

წიგნის საერთაშორისო დღე

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.
იუნესკომ ეს თარიღი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალებისა და უილიამ შექსპირის დაბადების დღეს აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ეს დღე საქართველოშიც ყოველწლიურად აღინიშნება.
ამ დღის აღნიშვნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც უერთდება და ბიბლიოთეკებსა და საჯარო სკოლებში ღონისძიებები იმართება.
წალენჯიხის მთავარ და საბავშვო ბიბლიოთეკებში დღეს წიგნების გამოფენა და მხატვრული კითხვა გაიმართა,სადაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია იმყოფებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ბიბლიოთეკის თანამშრომლები საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ღებულობდნენ.

ვრცლად
გამოკვლევები თვალზე1

უფასო სამედიცონო გამოკვლევები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმებმა უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებისთვის 40 წლის ასაკიდან, თვალის პერიდიუმის, გლაუკომისა და კატარაქტას გამოსავლენად ბიომიკროსკოპული გამოკვლევები ჩაატარეს.
გამოკვლევები ამ ეტაპზე 40-მა ბენეფიციარმა გაიარა.
ოფთალმიჯი უფასო სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, გლაუკომასა და კატარაქტას გამოსავლენად გამოკვლევებს პერიოდულად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს.

ვრცლად
შშმ საბჭო1

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

დღეს 19 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე( საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) თამარ ბელქანია უძღვებოდა.

ესწრებოდნენ: წქლენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები- საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რაისა ჩანგელია , ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”თავმჯდომარე მაია მიქავა. სოციალური დაცვის სამსახურის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების,დევნილთა და ბავშვთა დაცვის მხარდაჭერის განყოფილების უფროსი მერაბ შონია და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

საბჭო წარმოადგენს და განიხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების საკითხებს.

საბჭომ განიხილა ადაპტირებული შენობების მოწყობის, შშმ პირთა ინტეგრაციისა და ზოგადად შშმ პირთათვის პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამები.

საბჭოს მიერ პრიორიტეტად მიჩნეულიქნა საჯარო სივრცეების, მათ შორის მერიის შენობის ადაპტირება.

აღინიშნა, რომ საბჭო პერიოდულად გამოვა ინიცირებით, რათა მოხდეს შშმ პირთა მეტი სოციალიზაცია.

ვრცლად
iuridiuli daxmarebis samsaxuri1

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს, 18 აპრილს , იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ.

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და რეგიონის იურიდიული დახმარების ცენტრის თანამშრომლები ქალაქ ჯვარის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით სიმონიამ იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა მოსახლეობას სერვისები გააცნო, ესაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსზე, უძრავ-მოძრავი ქონების დაკანონებისა და სხვა მნიშვნელოვნ საკითხებზე.

პრეზენტაცია, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წევრებმა წარადგინეს ასევე მოიცავდა ბულინგის, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებს.

შეხვედრის მსვლელობის დროს სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხეს.

დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სპეციალური მიკროავტობუსით, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia “კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის” პროექტის ფარგლებში.

ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.

ვრცლად
ara rusul kanons1

შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”

დღეს ქ. ჯვარში შედგა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. მოდერატორი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული გახლდათ. მან კანონის არსზე ისაუბრა და განიხილა.
შეხვედრა-დისკუსიაზე ისაუბრეს დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელიც სრულად და განუხრელად იცავს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
ერთადეთი მუნიციპალიტეტია, სადაც საუბრები იმართება მოსახლეობასთან და ვცდილობთ,მოსახლეობას ავუხსნათ, თუ რა საფრთხეების შემცველია სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღება.
ჩვენ, ვცდილობთ, ავუხსნათ მოსახლეობას, რა სიკეთეების დაკარგვა მოელის მათ მუნიციპალიტეტებს,შვილებს, მათ მომავალს, თუკი ეს კანონი იქნება მიღებული.
ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ადამიანებს,რამდენი სიკეთეები აქვთ შემოტანილი, რა სფეროები არის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან.
ჯანდაცვა,განათლება,კულტურა,სპორტი,დაცული ტერიტორიები, ეკლესია-მონასტრები და სხვა მრავალი არის სწორედ ამ არასამთავრობო,დონორი ორგანიზაციების, ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში და თითოეულ ოჯახში შესული სიკეთეები.
ჩვენ ვცდილობთ ,ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს სიკეთეები შესაძლოა ხვალ და ზეგ აღარ იყოს და ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსულ ჭაობში. არა რუსეთს! -აღნიშნა ივანე ბურდულმა.
“ჩვენ აუცილებლად გვკითხავენ, რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღება და ინიცირება ხდებოდა და ძალიან რთული იქნება თვალებში ჩახედო საკუთარ შვილს და აუხსნა რა მოხდა.
აქ აროს მეტზე საუბარი ,ვიდრე ერთი საჯარო მოხელის სამსახურია.
არსებობს უზენაესი სამსახური და ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგევლობა,რომლებიც შეეწირნენ ქართულ სახელმწიფოს მშენებლობას.
დღეს სამშობლო არის განსაცდელში და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება იმისთვის,რომ ჩვენ დავდგეთ ჩვენი შვილებისთვის და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს და ეს ნათელი მხარე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რა კანონი სურს ხალხს მიიღოს და ვისთან სურს რომ მას ჰქონდეს რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაფორმებული იმისთვის, რომ აგენტები არ ვეძახოთ ერთმანეთს.
ანუ რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და სახელმწიფოში გაკეთდა,დიდი ნაწილი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანადგომით გაკეთებული.
საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი ვართ და განსაკუთრებით გვმართებს სახელმწიფოებრივი პოზიცია. არა რუსულ კანონს, ჩვენი ისტორიული მოცემულობა არის თავისუფალ საზოგადოებში თავისუფალ ქვეყნებთან თანამეგობრობა”-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.
დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა, რომ ქალაქ ჯვარში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ,80% პროცენტი დონორი ორგანიზაციების დახმარებებით კეთდება და დანაშაულის ტოლფასია ამის არ აღიარება.

ვრცლად
Skip to content