სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

კატეგორია: სიახლეები

გარეგანათების ბოძებისა და სანათების მონტაჟი დასრულდა

ზუგდიდი – წალენჯიხის მთავარ გზაზე, (წალენჯიხის შემოსასვლელში) გარეგანათების ბოძებისა და სანათების მონტაჟი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში (ორივე მიმართულებით), ძველი და ამორტიზირებული გარე განათები სრულად ახლით ჩანაცვლდა.
სამუშაოები ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა შეასრულა.

ვრცლად
ფესტივალი-თუთა

ფესტივალი ,,თუთა”-2025

ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, 13,14,15- ივნისს რიგით მეოთხე ლიტერატურულ ფესტივალი ,,თუთა”-2025 ჩატარდა.
ლიტერატურული ფესტივალი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ლიტერატურული კომპოზიციით- ,,შორია თამარ… მე მივსდევ შენს ხმას!”გაიხსნა.
ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა ასევე ლეო ქიაჩელის სახელობის ბიბლიოთეკაში.
ღონისძიებების დასასრულს კი ტერენტი გრანელის სახელობის სახლ-მუზეუმში საღამო ფინჯან ჩაისთან- ,,საუბრები ლიტერატურაზე “გაიმართა.
მოწვეული სტუმრები გახლდათ-მწერალი, პოეტი, ფილოლოგი- გივი ჩიღვინაძე:
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტი. პოეტი ნინო მოდრეკილაძე;
პოეტი- მარიამ თაბაგარი;
პოეტი-კახა შალამბერიძე;
პოეტი- აკაკი გაბრიჭიძე.
ემიგრანტი,პოეტი სოფო ბუკია.

ვრცლად

სპექტაკლი “…არამედ რაღაც სხვა”

არტ მეურნეობა პრემიერისთვის ემზადება.

ბოლო რეპეტიცია და თეატრალებს ოთარ ეგაძე ნანატრ სპექტაკლს “…არამედ რაღაც სხვა”
სთავაზობს.

ვრცლად
უკმერგე1

ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში

➡️ 692-ე იუბილე. ლიეტუვას, ქ.უკმერგეში გაიმართა
ქალაქის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები , მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები-მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია, კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მამუკა ქარდავა, ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორი გელა თოლორაია და ევროპარლამენტის წევრები.

➡️ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ქალაქ უკმერგეს მერმა, დარიუს ვარნასმა უმასპინძლა.
➡️ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უკმერგეს მერსა და საზოგადოებას ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს და მერს სიმბოლური საჩუქარები გადასცეს. სასაჩუქრე პაკეტი, შეიცავდა სხვა საჩუქრებთან ერთად წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურად გამოცემულ წიგნს (ინიციატორი — გიორგი ხარჩილავა), ასევე სიმბოლურად, წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას ფოტო, წალენჯიხის გერბთან ერთად.

➡️ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა წალენჯიხის,როგორც საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტის რთული და ღირსეული ისტორიული გზის მნიშვნელობა. გიორგი ხარჩილავას მიერ შეუგუბლად გავლილი წლები და გამარჯვება — როგორც უნიკალური პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში.
➡️ღონისძიების მსვლელობისას წამყვანმა ხაზი გაუსვა რომ წალენჯიხა საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია.
ასევე, აღინიშნა, რომ ღონისძიების მიზანი ქვეყნებს შორის კულტურათა დიალოგი და საერთო ევროპული ღირებულებების გაძლიერებაა.

ვრცლად
26 მაისი

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
26 მაისის აღსანიშნავად, სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,
მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა სემინარი თემაზე-26 მაისი;

ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კონცერტი გაიმართა სხვადასხვა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.
ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალოტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა და საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მერის მოადგილის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო, საქართველოს გზა ევროპისაკენ! მან ასევე პროექტ ,,ხალხურის” წარმატებულ მონაწილეებს ანსამბლ “ბედინერასა” და ანი ხარჩილავას საჩუქრად მერიის მიერ გამოცემული-მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნი საჩუქრად გადასცა და წარმატებები უსურვა.

გუგე ცანავას სახელობის პარკში კი ვიოლინოს ჰანგებზე ნახატების, სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშებისა და ყვავილების გამოფენა მოეწყო.
#26მაისი
ეს დღე ჩვენია.

ვრცლად

მესამე საბავშვო ბაღს საჩუქრად ეკო-ხის სათამაშო გადაეცა

წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში სოციალური საწარმოს ხელმძღბანელი ნინო რაზმაძე მერის მოადგილე თამარ ბელქანიას და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორის მოადგილე ჯილდა აბულაძეს შეხვდა.

საუბარი შეეხო წალენჯიხის ბაღებში ევროსტანდარტებით გათვლილი ეკო-ხის ავეჯისა და სათამაშოების შეტანის საკითხს.

ამ ეტაპზე ბაღებში არსებობს კვების, სათამაშოების რეგულაცია და არ არსებობს უსაფრთხოების კონტექსტში როგორი უნდა იყოს ბაღებში განთავსებული ინვენტარი.
შეხვედრის ბოლოს ,ნინო რაზმაძემ მესამე საბავშვო ბაღს საჩუქრად ეკო-ხის სათამაშო გადასცა.

ვრცლად

მე-12 კლასელთათვის პირველი საგამოშვებო ღონისძიება გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დღეს მე-12 კლასელთათვის პირველი საგამოშვებო ღონისძიება გაიმართა.
ვულოცავთ ყველა მე-12 კლასელს სკოლის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე.

ვრცლად
აწარმოე საქართველო

საინფორმაციო შეხვედრა სააგენტოს პროგრამების შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ,,აწარმოე საქართველოში’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით ,
მიმდინარე წლის 23 მაისს, 12:00 საათზე ,მერიის სააქტო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა სააგენტოს პროგრამების შესახებ გაიმართება.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.

სააგენტოს მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.

ვრცლად
ფაროსანასთან ბრძოლა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გეგმის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს.

გავრცელების არეალისა და რიცხოვნობის განსაზღვრის შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგების გათვალისწინებით, განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე(ფერომონები) დაყრდნობით, საჭიროებისამებრ წამლობა ჩატარდება.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსან

ვრცლად
aleqsandre Sanava

ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა

დღეს, 13 მაისს ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.

სამხედრო კაპრალის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, თანამებრძოლებმა, მეგობრებმა.

ავღანეთში, ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წლის 13 მაისს დაიღუპნენ.

ვრცლად
Skip to content