კატეგორია: მერია
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან გრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, დღეს 11 თებერვალს, შეხვედრები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ბურდულმა და მოისმინა მათი საჭიროებები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიღმა, მერიამ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა საკუთარ მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემების მოგვარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
შეხვედრის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები:
სოფელ სამესხიოში ძირითად პრიორიტეტად გარეგანათებების მოწყობა დასახელდა.
გარდა აღნიშნულისა, მოსახლეობამ მთავარ პრობლემად შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე გაამახვილა ყურადღება.
სოფელ ჯაღირას მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – მოშანდაკებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების განხორციელება მოითხოვა .
სოფელ ობუჯში კი, პრიორიტეტად სასონგულიოს უბნის წყალ გაყვანილობის სისტემებისა და არსებული წისქვილის რეაბილიტაცია დასახელდა.
გარდა აღნიშნულისა მოსახლეობა პრობლემად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას, ხუფინას სათავე ავზისა და სასმელი წყლის მილების სრულ რეაბილიტაციას ასახელებს.
საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება,
შერჩეული პროექტები კი, დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მისასალმებელია აღნიშნულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიაზცია ნეოგენის და ახალგაზრდების ჩართულობა.
შეგახსენებთ, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მუნიციპალიტეტებში 2012 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2025 წელს წალენჯიხაში ამ მიმართლებით 644 000 ლარი დაიხარჯება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მოსახლეობასთან კონსულტაციები და საერთო კრებები დაიწყო
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაციები და საერთო კრებები დაიწყო.
➡️შეხვედრებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
➡️დასახლებებში პრიორიტეტები გამოვლინდა:
ზღვაია-გარე-განათებების მოწყობა;
➡️ზედა-მაზანდარა-სასარიოს უბანში შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, ფიფიას ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა,ბ.შანავას ქუჩის მოხრეშვა-მოშანდაკება.
➡️ქვედა-მაზანდარა-საბავშო ბაღის ეზოს სათამაშოების შეძენა, წისქვილის მშენებლობა, სასაფლაოს შემოღობვა და წმ.ნინოს ქუჩაზე გზის მოხრეშვა.
➡️ლუღერა-სამცაცხვი -მშვიდობის ქუჩის სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა;
➡️ხვითერი-საკალანდიო-სანიაღვრე არხების ამოწმენდა, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა და N 3 საბავშვო ბაღისთვის ეზოს სათამაშოების შეძენა,
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში , მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2025 წელს 644 000 ლარი დაიხარჯება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია,ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია, შესყიდვების განყოფილების უფროსი ბაჩანა ზარქუა და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც ცნობილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” საერთო კრებები და კონსულტაციები 10 თებერვლიდან დაიწყება და ივანე ბურდულმა მერის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან მეტ კომუნიკაციაზე და პრიორიტეტების სწორად შერჩევაზე მოუწოდა.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში , მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2025 წელს 644 000 ლარი დაიხარჯება.
დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას პროგრამის ფარგლებში გაუწევს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის წევრები- კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ჭალესა და ლიაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში იმყოფებოდნენ.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის წევრებმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების განცხადებების საფუძველზე, ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა.
დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას პროგრამის ფარგლებში გაუწევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაიტერ-სამარიტერ ბუნდის ოფისის წარმომადგენლები საქართველოში-თეონა ჯულუხაძე-პროგრამის მენეჯერი- არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველო და თამარ მინდაძე-საქართველოს სამარიტელთა კავშირის პროგრამის მენეჯერი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამარ ბელქანიასთან სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
შეხვედრას მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის,ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, დევნილთა და ბავშვთა დაცვის მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტზე-“უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება”.
პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან გენდერული ძალადობის მსხვერპლი ,იძულებით გადაადგილებული პორები, მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 საკონსულტაციო ცენტრის დაარსება ფსიქოლოგიური და სოციალური დაცვის სერვისების გასაძლიერებლად. ცენტრები იფუნქციონირებენ პროექტის სამიზნე სოფლებსა და ქალაქებში.
მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ მზაობა აღუთქვა სტუმრებს მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რათა მუნიციპალიტეტში წარმატებით იქნას განხორციელებული აღნიშნული პროექტი,რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში კი უახლოეს დღეებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის 2025 წლის პირველი სამუშაო სხდომა
დღეს, 30 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის 2025 წლის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა.
✅სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
✅სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
მაია მიქავა-ფრაქცია”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე;
ლაშა ზარქუა-კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
✅სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიამ განიხილა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა განცხადებები და დახმარების გზებზე იმსჯელა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი, 10%-იანი ზრდის პარალელურად, დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი, 10%-იანი ზრდის პარალელურად, დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ
➡️წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღის თანამშრომლებს ყოველწლიური 10%-იანი ზრდის შემდეგ, ხელფასი დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ. ეს სიახლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ წყოუშის მესამე საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და მშობლებს პირადად გააცნეს.
ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის ერთ აღსაზრდელზე საკვების ღირებულება 7 ლარი გახადა, ანუ ბავშვები, სხვა საკვებთან ერთად, ხაჭაპურსაც მიირთმევენ.
აღსანიშნავია, რომ ფახულანი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, სადაც საბავშვო ბაღში ბავშვები დროებით ოკუპირებული გალიდანაც დადიან.
სარიას ქუჩის მაცხოვრებლები წალენჯიხის მერის მოადგილეს – თამარ ბელქანიას შეხვდნენ
დღეს, ქალაქ წალენჯიხის , სარიას ქუჩის მაცხოვრებლები წალენჯიხის მერის მოადგილეს – თამარ ბელქანიას შეხვდნენ.
➡️მათ, რამდენიმე პრობლემური საკითხის მოგვარება ითხოვეს.
1) გარეული ცხოველით (მგელით), გამოწვეული პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს შინაურ ცხოველებს უნადგურებს და მოსახლეობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს;
2) სარიას ქუჩის წაყალმომარაგების პრობლემა;
3) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოხრეშვა.
➡️მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ მოქალაქეებს აღუთვა, რომ უახლოეს მომავალში სამივე საკითხი დადებითად გადაწყდება.