საინფორმაციო შეხვედრა
დღეს, 16 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ უკრაინის ამბებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ გაწეულ მხარდაჭერაზე, წალენჯიხა-იავოროვის დამეგობრების მნიშვნელობაზე და იმ ჰუმანიტარულ, თუ სხვა სახის ქველმოქმედებაზე ,რასაც მისი ხელმძღვანელობით აკეთებს მუნიციპალიტეტი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გამოთქვა ინიციატივა და მოუწოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და საზოგადოებას, რომ დაიმეგობრონ უკრაინის სხვადასხვა ქალაქები, გაუწიონ დახმარება ობლად დარჩენილ უკრაინელ ბავშებს და იზრუნონ მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ასევე მერი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებს.
მერმა დააანონსა, რომ კიდევ ერთხელ ჩავა უკრაინაში და თავად ჩაიტანს საზოგადოების მიერ შეგროვილ ჰუმანიტარულ ტვირთს.
გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში,სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ჩარიცხონ თანხა.
მიმღები ბანკის კოდი-BAGAGE22
მიმღების დასახელება-ააიპ სგფ წალენჯიხა
მიმღების ანგარიში-GE74BG0000000533860609GE