ვიდეომასალიდანაც ჩანს ბუნების, სტიქიის ძალის დემონსტრირება
ივანე ბურდული: ამ წუთებში წალენჯიხაში სტიქიას ვუმკლავდებით. უხვმა ნალექმა ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნა გარკვეული პრობლემები. წაღებულია ღობეები, დატბორილია ეზოები. ჩვენ, ყოველწუთიერ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი რწმუნებულებისგან. მათ, შესაბამისი მითითებები უკვე მიცემული აქვთ, მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, რადგან ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. მერიის სამსახურების ადამიანური, თუ ტექნიკური რესურსი უკვე მობილიზებულია და ჩვენ ველოდებით, რომ გარკვეულწილად გადაიღოს წვიმამ, რომ შესაძლებელი გახდეს ადგილზე მისვლა, რათა შესაბამისმა ტექნიკამ შესძლოს მუშაობა. ასევე, აქტიურად არის ჩართული სამაშველო სამსახური, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ და აქვე, მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და სრულიად საქართველოს ვულოცავ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას”
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.