დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
ამასთან დაკავშირებით, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა,რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია უძღვებოდა.
შეხვედრაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე. მისი თქმით: ” 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელია საერთაშორისო აღიარება ყველა იმ ადამიანის მიმართ,რომელიც ჩვენი საზოგადოების წევრია. ლმობიერება, პატივისცემა და რაც მთავარია ერთობა გვმართებს ყველას ერთად.
სწორედ ამიტომ ტრადიციულად ჩვენც ვუერთდებით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად. ამიტომ „ჭრელი წინდების“ აქციით ვუერთდებით ამ დღეს, ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს “-განაცხადა თამარ ბელქანიამ.
ასევე სხდომაზე განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ, ბუკლეტების დამზადების საკითხები. რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.