რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გმირს პატივი მიაგეს
დღეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გმირის, წალენჯიხის მკვიდრის, ედიშერ კვარაცხელიას გარდაცვალების დღეა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, თანამებრძოლებმა, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლის, გმირის ალიკა ცაავას დედამ, ახლობლებმა პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას და საფლავი თაიგულით შეამკეს.
ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, 2022 წლის 10 ოქტომბერს კი ის ბრძოლის ველზე დაიღუპა.
Zveřejnil(a) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality dne Úterý 10. října 2023