წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია,მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ჯემალ კვარაცხელია ესწრებოდნენ.
განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულებული პროექტები, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.
ყურადღება გამახვილდა საჩინოსა და ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოების ხარისხზე.
გიორგი ხარჩილავამ მოუწოდა მერის წარმომადგენლებს მაქსიმალური ჩართულობით გაუწიონ მონიტორინგი სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში.