სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
დღეს, 30 იანვარს ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა .
სამესხიოს უბნის მცხოვრებლებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის განხორციელება და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელეს.
საკაციოს უბნის მოსახლეობამ გარე განათებისა და გაბიონის მოწყობა დაასახელა.
ჯაღირაში, კერძოდ ნაიშმარუს უბანში მოსახლეობამ მოითხოვა ბეტონის საფარის მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია;
მებონიების უბნის მცხოვრებლებმა ითხოვეს საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება.
ობუჯში,სასონგულიოს უბანში მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და მთლიანად წყლის მილების რეაბილიტაცია დაასახელა.
ჭაჭახის უბნის მცხოვრებლებმა კი, გარე განათებების მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და ცხაურების მოწყობა მოითხოვეს.
ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის შეხვედრებს დაესწრო და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა , მან მოსახლეობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მერთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ: მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი, დავით მესხია , მერის წარმომადგენელი ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ფიფია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.